აპარატის მახასიათებლები: მასალა უჟანგავი ფოლადი; სვეტების დიამეტრი 4 ინჩი (100,6მმ); ქვაბის მოცულობა 640 ლიტრი, ეფექტური მოცულობა 600 ლიტრი, კედლის სისქე 1,5მმ, ძირის სისქე 3მმ.

აპარატს გააჩნია სამი ინსტალაციის და მუშაობის სამი რეჟიმი.

პირველი ინსტალაცია (მაღალი გაწმენდის რეჟიმი): სვეტების ინსტალაცია ხდება ერთმანეთზე ვერტიკალური გადაბმით. მიიღება 96% სიმაგრის სპირტი ერთჯერადი გამოხდით. სიმძლავრე 9-11კვტ, ოპტიმალური მუშაობის რეჟიმი 10 კილოვატი. წარმადობა 6-8 ლიტრი პროდუქტი საათში.

მეორე ინსტალაცია: ეს არის სვეტების პარალელური ინსტალაციის რეჟიმი, ამ დროს ორივე სვეტი ერთად პარალელურად მუშაობს. მიიღება 94% სიმაგრის სპირტი ერთჯერადი გამოხდით. სიმძლავრე 19-22კვტ. ოპტიმალური მუშაობის რეჟიმი 20 კილოვატი. წარმადობა 12-20 ლიტრი პროდუქტი საათში.

მესამე ინსტალაცია: ამ დროს ირთვება მხოლოდ ერთი სვეტი. მიიღება 94% სიმაგრის სპირტი ერთჯერადი გამოხდით. სიმძლავრე 9-11კვტ. ოპტიმალური სიმძლავრე 10 კილოვატი. წარმადობა 6 -10 ლიტრი პროდუქტი საათში.

აპარატი აღჭურვილია სპეციალურ თაროზე განლაგებული, მოხსნადი ბადეებით და შეუძლია გადაამუშაოს, როგორც თხევადი ისე დურდოიანი (მაგ. ჭაჭა) ნედლეული. ფოტოზე ბადეები ნაჩვენებია გადიდებული სახით. აპარატის დაშლა საკმაოდ მარტივია და ერთი ინსტალაციიდან მეორეზე გადართვა 10-15 წუთშია შესაძლებელი. მარტივია მოსავლელად. გასარეცხად შესაძლებელია როგორც აპარატის ისე სვეტების და თავად გრიგალური ფირფიტების დაშლა. აწყობა ხდება იგივე თანმიმდევრობით, როგორი თანმიმდევრობითაც ხდება დაშლა.

30000.00 ლარი
იხილეთ აგრეთვე
© 2018 შპს ნანოსამყარო